„საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ – ამ სახელწოდების პროექტის პრეზენტაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით გამართა, სადაც ამ კუთხით არსებული პრობლემის მოსაგვარებლად დაგეგმილ ძირითად ღონისძიებებს გაეცნენ.
პროექტი „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ ორწლიანია, რომელიც 2019 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება.