საზოგადოების ნდობა საჯარო სამსახურის მიმართ არსებული გამოწვევების მიუხედავად კვლავ მაღალია.
ახალი კვლევა გაერო-ს განვითარების პროგრამამ და ბრიტანეთის საელჩომ წარადგინეს. კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა დადებითად აფასებს სახელმწიფო სერვისებს, ასევე საჯარო სამსახურებში არსებობს პოლიტიკური გავლენები. კვლევის ფარგლებში 2019 წელს, 2 ათასზე მეტი მოქალაქე და 600-მდე საჯარო მოხელე გამოიკითხა.