ახალი სერვისის პრეზენტაცია

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, ელექტრონული შტამპისა და ელექტრონული ხელმოწერის შესახებ ფორუმი გამართა. მონაწილეებმა ინფორმაცია  მიიღეს, თუ როგორ ხდება ელექტრონული ხელმოწერის დადასტურება პრაქტიკაში. როგორც პრეზენტაციის შემდგომ მედიასთან სააგენტოს თავმჯდომარემ განმარტა, მსგავსი სერვისი მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან აძლევს საშუალებას საკუთარი ხელმოწერა დააფიქსიროს.