საჯარო კონსულტაციები

კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნის“ შესახებ საჯარო კონსულტაციები გრძელდება. მორიგი შეხვედრა ქუთაისში ჩატარდა. კონსულტაციაში მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და დაინტერესებული მხარეები მონაწილეობდნენ.

კონსულტაციების ფარგლებში მიღებული მოსაზრებების შემდეგ, შემუშავდება კლიმატის ცვლილების კანონი, რომელშიც საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის ძირითადი პრინციპები აისახება.