80 წელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადებიდან და 28 წელი რეფერენდუმის ჩატარებიდან, რასაც ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადება მოჰყვა. 31 მარტის, ამ მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნად, დღეს არა ერთი ღონისძიება დაიგეგმა. ამ წუთებში კი მარჯანიშვილის დრამატულ თეატრში ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო უნდა დაიწყოს. დარბაზში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელსუფლების წარმომადგენლები იკრიბებიან.