ლაგოდეხის, ყვარლისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სოფლების მოსახლეობასთან ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ორგანიზებით გამართულ შეხვედრებს, კაბალის, განჯალას, უზუნთალას, ზინობიანისა და ლამბალოს სოფლების მოსახლეობა დაესწრო. შეხვედრებზე ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის მნიშვნელობა განიხილეს.