კამპანია „ვარდისფერი ოქტომბერი“ გრძელდება. კამპანიის ფარგლებში სქრინინგის ჩატარება დღეს გორშია შესაძლებელი. მობილური კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, კონსულტაციების მიღება შესაძლებელია რამდენიმე პროფილის სპეციალისტისგან. ქალბატონებს უფასოდ შეუძლიათ პაპ-ტესტის, ექოსკოპიის, კოლპო-სკოპიის, მამოგრაფიის ჩატარება. პროგრამას სახელმწიფო აფინანსებს.