კამპანია „ვარდისფერი ოქტომბერი“

„ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში გრძელდება სკრინინგის კვირეული. თბილისის ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, რაიონების მიხედვით, დედაქალაქში მცხოვრები ქალებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა და მათ საჭირო კვლევები ჩაუტარდათ. პირველი სკრინინგი დიდუბის რაიონულ ფილიალში გაიმართა. მოქალაქეებმა პროფესიონალებისგან კონსულტაციები მიიღეს.

შეგახსენებთ, „ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეა, რომლის მიზანია ძუძუს კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება.