აქცია ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად

თბილისის ქალთა ორგანიზაცია ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო თვეს სამედიცინო გამოკვლევების აქციით შეუერთდა. მონაწილეებმა პროფესიონალი ექიმებისგან დაავადების პრევენციისა და მკურნალობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს და საჭირო გამოკვლევები ჩაიტარეს. აქცია თბილისის სხვადასხვა კლინიკაში ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ამ სერვისით სარგებლობა თბილისის ყველა რაიონში მცხოვრებ ქალს შეეძლება.