რას ვმატებ საზოგადოებას,- ამ სახელწოდებით საქართველოში და მსოფლიოში საინფორმაციო კამპანია დაიწყო.
დაუნის სინდრომის ასოციაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ცდილობს საზოგადოებას მინდობით აღზრდის პროგრამაზე მეტი ინფორმაცია მიაწოდოს.
კამპანიის მიზანია, ერთი მხრივ, წახალისდეს სპეციალური საჭიროების მქონე მიტოვებული ბავშვების ოჯახურ გარემოში დაბრუნება და მეორე მხრივ, რაც შეიძლება ნაკლებმა მშობელმა მიიღოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიტოვების გადაწყვეტილება.