საინფორმაციო კამპანია

ელექტრო დენი სახიფათოა! – ამ შინაარსის საინფორმაციო კამპანია დაიწყო ენერგოკომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“. საზაფხულო სეზონის გააქტიურებასთან დაკავშირებით, კომპანიის წარმომადგენლები უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ არ მიუახლოვდნენ ელექტროგადამცემ ინფრასტრუქტურებს. ამისათვის „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო რგოლები და პოსტერები მოამზადა, რომლებიც მათ შორის განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისათვის და თევზაობის მოყვარულთათვის. კომპანიამ შესაბამის ადგილებზე უკვე განათავსა ამკრძალავი ნიშნები და ასევე საინფორმაციო პლაკატები.