საქართველო „სიენენ“-ზე. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ტელეარხზე სარეკლამო კამპანია დაიწყო, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება. კამპანია მოიცავს ზაფხულს, შემოდგომა-რთველის სეზონს და ზამთარს. საიმიჯო კამპანია ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის აუდიტორიაზეა გათვლილი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და „სი ენ ენ“-ის თანამშრომლობით, არხის გადამღები ჯგუფი საქართველოს ეწვევა და 5 საიმიჯო რეპორტაჟი მომზადდება. საქარველოს ტურისტულ პოტენციალს თემატური კვირეული მიეძღვნება. რეპორტაჟები გაერთიანდება და 23-წუთიანი გადაცემა მომზადდება, სადაც „სიენენ“-ის წამყვანები საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველ ქვეყანას, ათობითმილიონიან აუდიტორიას გააცნობენ.