წყალქვეშა „კურსკის“ ჩაძირვიდან 19 წლის შემდეგ რუსეთში კვლავ ტრაგედია დატრიალდა.
არხანგელსკის ოლქის, ქალაქ სევეროდვინსკის ახლოს მდებარე სამხედრო პოლიგონზე ჩატარებული რაკეტის გამოცდა ფატალური აღმოჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 5 ადამიანი. მომხდარის შემდეგ ახლომდებარე რაიონებში რადიაციულმა ფონმა 16-ჯერ მოიმატა. 19 წლის წინანდელი ტრაგედიის მსგავსად, მოსახლეობას მომხდარის შესახებ ამჯერადაც გვიან შეატყობინეს. მოსკოვში საფრთხეებს გამორიცხავენ, თუმცა სხვა ვერსიები აქვთ უცხოელ ექსპერტებს. დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ სამხედრო პოლიგონთან ახლოს მდებარე დასახლებიდან მოსახლობის ევაკუაცია იგეგმება.