საია ირაკლი ხოფერიას საქმის მთავარი პროკურატურის მხრიდან გამოძიებას ითხოვს
საია ირაკლი ხოფერიას საქმის მთავარი პროკურატურის მხრიდან გამოძიებას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, თბილისის პროკურატურა ხოფერიას წამების საქმის გამოძიებისას მიკერძოებული იყო.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრები დადებითად აფასებენ მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც პროკურატურას 10 ნოემბერს დაავალა საქმეზე გამოძიების განახლება. საუბარია მიმდინარე წლის თებერვალში მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც ირაკლი ხოფერია, მისივე განცხადებით, სამართალდამცველებმა აწამეს სასურველი ჩვენების მიღების მიზნით.
საუბარი იყო ქურდობის აღიარებაზე, თუმცა საბოლოოდ აღმოჩდა, რომ ეს ქურდობა სხვა პირის მიერ იქნა ჩადენილი და ხოფერიას მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა.