მანქანების ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე სანქციები მკაცრდება.
არ არის გამორიცხული, რომ კანონდამრღვევის მიმართ ადმინსტრაციული პატიმრობაც კი გამოიყენონ. იზრდება სიჩქარის გადაჭარბებაზე დაწესებული ჯარიმებიც. ავტომობილის სწრაფად მართვის შემთხვევები, რომლებსაც ე.წ. ჭკვიანი კამერა დააფიქსირებს, მართვის მოწმობის ქულათა სისტემაზეც აისახება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კიდევ ერთი საკანონმდებლო პაკეტის მომზადება ავტსაგზაო შემთხვევების და ავარიების შედეგად დაღუპულთა ბოლო სტატისტიკას უკავშირდება.