სოფელი დიღომი – დიდგორი – თელოვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, გზის 5 კილომეტრიანი მონაკვეთი მოეწყო, დაიგო ასფალტის საფარი. სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ენ სი სი“ აწარმოებდა. საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 804 000 ლარი დაიხარჯა.