დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის ექვს მილიონ ლარამდე ღირებულების საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა. ხელშეკრულებები სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საოპერაციო ხარჯებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ფონდსა და სააგენტოს შორის პირველი ხელშეკრულება ექვსი წლის ვადით გაფორმდა და მის ფარგლებში დაცული ტერიტორიები საოპერაციო ხარჯებით გრძელვადიანად იქნება უზრუნველყოფილი.