მარტის დადგომასთან ერთად საგაზაფხულო სამუშაოები იწყება კახეთში.
მევენახეები და მებაღეები ზამთრის შემდეგ საკუთარ ნაკვეთებს უბრუნდებიან. ვენახს, ატმის და სხვა კურკოვანი კულტურების ბაღებს თავისი აგრო პროცედურები აქვს. შრომა მძიმეა, მოლოდინი დადებითი.
როგორ ხვდებიან 2024 წლის გაზაფხულს კახელი მევენახე-მებაღეები და რა გამოწვევებს ცდილობენ გაართვან თავი, ნახეთ ჟანა დიდებაშვილის და ზვიად ყარაულაშვილის სიუჟეტში.