სტიქიის შედეგები და რთველის სუბსიდირება

კახეთში სეტყვისა და ძლიერი ქარის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ორი დღის წინ მომხდარმა სტიქიამ განსაკუთრებით თელავი და გურჯაანი დააზარალა. დასეტყვილია დაახლოებთ 3 500 ჰექტარზე გაშენებული ვენახი, რის გამოც ამ ტერიტორიებზე რთველი ნაადრევად დაიწყო. უკვე ცნობილია, რომ დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო სრულად ჩაიბარებს. მევენახეები კი, რომლებიც სეტყვამ დააზარალა, კილოგრამ ყურძენში 90 თეთრს მიიღებენ.

სტიქიამ ყურძნის გარდა, სხვა კულტურებიც დააზიანა, ძლიერმა ქარმა კი სახლებს სახურავები გადახადა. რეგიონში უკვე ამუშავდა ზარალდამთვლელი მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც დაზარალებულ მოსახლეობას უნდა დაეხმაროს.