ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, ხანძრით დაზიანებულ ტყეში დარგვის საგაზაფხულო სამუშაოები დასრულდა, რის შემდეგაც მოვლის ღონისძიებები გაგრძელდება. ნერგების დარგვა კი შემოდგომიდან განახლდება.
ტყის აღდგენის პროექტი ამჯერად საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს გააცნეს. გასული წლის შემოდგომაზე ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 144 ჰექტარი ფართობი აღადგინა.
საგაზაფხულო სამუშაოები წელსაც იგივე ტერიტორიაზე გაგრძელდა და 35 ათასამდე წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნერგი დაირგო.
დღესვე, სოფელ დაბის მიმდებარედ, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა, სიმბოლურად 50-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დარგეს, რომელიც ეროვნულ საშენ მეურნეობაშია გამოყვანილი.