იტალიის რესპუბლიკის ცალკეულ რეგიონებში კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში თავი შეიკავონ იტალიაში მგზავრობისგან:
„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ლომბარდიაში, ვენეტოში, ემილიაში, რომანიაში და ასევე იმ რეგიონებში მგზვარობისგან, სადაც არის დაინფიცირების ცალკეული შემთხვევები, ესენია: ლაციო, აბრუცო, ბაზილიკატა, კამპანია, პულია, კალაბრია, სიცილია, მარკე, ფრიული, ვენეცია ჯულია ტოსკანა, პიემონტე, ბოლცანო, ლიგურია. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ ის გარემოებაც, რომ ცალკეულმა სახელმწიფოებმა და ავიაკომპანიებმა მიიღეს გადაწყვეტილება იტალიის მიმართულებით ავიამიმოსვლის დროებით შეჩერების ან ფრენების სიხშირის შეზღუდვის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მგზავრობის შესაძლებლობას იტალიის მიმართულებით და პირიქით.
იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაემორჩილონ ადგილობრივი მთავრობის მითითებებს და რეკომენდაციებს, ასევე საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ქალაქ რომში ცხელი ხაზის ნომერზე +333 8879123 – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.