საგარეო უწყების განცხადება

საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის გამო, თავი შეიკავონ ირანში გამგზავრებისგან: „კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, გთხოვთ, თავი შეიკავოთ ირანში მოგზაურობისგან. ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ თეირანში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +989352110274; +989122997726; +989108201041“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.