საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში

საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. ილია დარჩიაშვილი სხვადასხვა მიმართულების ევროკომისარს შეხვდება. ასევე, საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტის ფარგლებში, 2 ივნისს, ბრიუსელის ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მერიის ისტორიულ შენობაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. დამსწრე საზოგადოებას ილია დარჩიაშვილი სიტყვით მიმართავს.