ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ორდღიანი სამუშაო ვიზიტი გრძელდება. ილია დარჩიაშვილმა კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს არაფორმალურ მინისტერიალში, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ევროპული მიმართულების ხელმძღვანელები 9 კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდებიან. ღონისძიება ევროკავშირის 2004 წლის დიდი გაფართოების 20 წლის იუბილეს აღსანიშნად იმართება.
რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება ილია დარჩიაშვილმა გამოსვლაში.