საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით არგენტინის რესპუბლიკაში იმყოფება. ილია დარჩიაშვილი უკვე შეხვდა არგენტინელ კოლეგას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არგენტინასა და საქართველოს შორის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებსა და მისი გაღრმავების აუცილებლობაზე. მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდგომ საქართველოს გაზრდილ რეგიონულ და საერთაშორისო როლზე. შეხვედრის ფარგლებში, არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ისტორიული ნიმუშების გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო 1919 წელს, არგენტინის იმჟამინდელი პრეზიდენტის, იპოლიტო ირი-გოენის მიერ ხელმოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების აქტი. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი არგენტინის ეროვნული გმირის, გენერალ სან-მარტინის მონუმენტს ეწვია და მისი მემორიალი გვირგვინით შეამკო. ილია დარჩიაშვილი, ასევე შეხვედრებს გამართავს არგენტინის საკანონმდებლო ორგანოში – სენატის პრეზიდენტთან, ასევე ბუენოს-აირესის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან.