პარლამენტში დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ. ილია დარჩიაშვილი ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სექტემბერში დაიბარეს, თუმცა დიპლომატის მისვლა, რამდენჯერმე გადაიდო. კანონმდებლების ნაწილს აინტერესებს, რას აკეთებს ქვეყანა მაშინ, როდესაც რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის თურქეთთან და სომხეთთან სატრანსპორტო კორიდორებში ჩართვას ცდილობს. ასევე კითხვები შეეხება სხვადასხვა საერთაშორისო ვიზიტებს, რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად იმართება.
მანანა დევაძე დეტალებით.