საგარეო საქმეთა მინისტრები აქციაზე - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ესტონეთის, ისლანდიის, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრების მისვლა და სიტყვით გამოსვლა შეაფასა. მმართველი გუნდის ლიდერის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის დემონსტრაციაზე მათი მისვლა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შეურაცხყოფაა.