არანაკლებ მწვავე აღმოჩნდა საგარეო კომიტეტის სხდომა, სადაც დეპუტატების კითხვებს ზურა აბაშიძე პასუხობდა.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს ძირითადად გრიგორი კარასინთან წინა კვირას გამართული შეხვედრის დეტალებზე მოუხდა პასუხების გაცემა.
ოპოზიცია ითხოვდა, რომ რუსეთის პირველი დიპლომატის მოადგილესთან მიმდინარე მოლაპარაკებების თემებზე აბაშიძეს საჯაროდ ესაუბრა.
სწორედ დღევანდელი შეხვედრის ფორმატი გახდა დაპირისპირების მიზეზი. ოპონენტების წინააღმდეგობის მიუხედავად, სხდომა დაიხურა.