სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამჯერად სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, აღდგენითი სამუშაოები მარცხენა მაგისტრალური არხის 14 კილომეტრიან მონაკვეთს უტარდება.
მიმდინარე ღონისძიებების შედეგად, კახეთში სარწყავი წყლის მიწოდება 5000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.
აღდგენილი საირიგაციო სისტემით მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.