თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პრეზენტაცია პარლამენტში. ისაუბრეს ფონდის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე. აქცენტი გაკეთდა საჯარო სკოლებისთვის შემუშავებულ პროექტებზე. ღონისძიებაზე საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული 8000 ლარიანი პრიზით ორი სკოლა დაჯილდოვდა. ფონდი 2021 წელს დაარსდა და მისი მიზანია უმაღლესი განათლების ხელშეწყობა და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა. დღეისათვის ფონდს თანამშრომლობის მემორანდუმი ექვს სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქვს გაფორმებული. ჯამში გაცემულია 48 სტიპენდია და 11 პრემია.