მიკროგრანტების პროგრამა იწყება

„აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნეს-იდეების მიღებას იწყებს.

პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა და 30 000 ლარი გახდა. პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხა კი 20%-ის ნაცვლად 10%-ია, მაღალმთიან რეგიონებში კი – 5%. პროგრამის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებს თბილისიც დაემატა. ორგანიზაცია „აწარმოე საქართველოში“ განმარტავენ, რომ პროგრამაში ჩართვა შეუძლია როგორც დამწყებ, ისე არსებულ ბიზნესს. ბიზნეს-იდეების მიღება 18 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი