შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან ერთად, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ საფრთხეებზე რეაგირების სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დოკუმენტს შეიმუშავებს. ამისათვის თბილისში ხუთდღიანი სემინარი გაიმართა.
ჩატარდა როგორც ტრენინგები, ისე სამუშაო შეხვედრები. ამერიკელ კოლეგებთან ერთად, საუბარი შეეხო საფრთხეებზე რეაგირების კუთხით არსებულ პრაქტიკას, გამოვლინდა ხარვეზები და საჭიროებები, ასევე, დაიწყო მუშაობა სამოქმედო პროცედურების პირველადი პროექტის შესადგენად.