გასაჯაროვდება ობიექტები, სადაც სახანძრო უსაფრთხოების წესები დაუცველია
ობიექტებს, სადაც სახანძრო უსაფრთხოების წესები არ არის დაცული – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაასაჯაროებს. უწყების ცნობით, ყოველწლიურად იზრდება ხანძრებისა და ხანძრებით გამოწვეული ზიანისა და ზარალის რაოდენობა, შესაბამისად, პრინციპულად მნიშვნელოვანია, ყველა შენობაში დაცული იყოს სახანძრო უსაფრთხოების წესები.
სამმართველოს მიერ, გასულ წელს, ქვეყნის მასშტაბით 6 000-მდე შენობა-ნაგებობა შემოწმდა, 200-მდე ობიექტი დაჯარიმდა, ათასობით შენობის მეპატრონეზე გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.