საგანგებო მდგომარეობა ბანგკოკში

ტაილანდის დედაქალაქში ყველა სასწავლო დაწესებულება დაიხურა.

მოქალაქეები ქუჩაში გასვლისგან თავს იკავებენ. დიზელის გამო ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულზეა და ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით სახიფათოა. მოსახლეობის ნაწილზე მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა უკვე აისახა. ადგილობრივები ხელისუფლებას პრობლემის გადასაჭრელად მკაცრი ზომების მიღებას სთხოვენ.