ღვინის კომპანია „ბადაგონით“ გამოძიება ინტერესდება. დავა კომპანიის მოქმედ და ყოფილ მფლობელებს შორის მიმდინარეობს.
„ბადაგონის“ წილების ძველი მფლობელი ამტკიცებს, რომ მის კუთვნილ წილებს დღევანდელი მესაკუთრე სამი წლის წინ არაკანონიერი გზებით დაეუფლა. სწორედ ვლადიმერ ჯანჯღავას განცხადების გამო დაიწყო ძიება.
კომპანიის ფინანსურ დოკუმენტაციას ახლა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ამოწმებს.
„ბადაგონის“ მენეჯმენტი ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებების გამო კომპანიის საქმიანობა ნაწილობრივ პარალიზებულია.