კომპანია “ბადაგონის” საქმე

„ბადაგონის“ გარშემო ურთიერთბრალდებები გრძელდება. დღეს მედიასთან პირველი გამოჩნდა და განმარტება გააკეთა „ბადაგონის“ ყოფილმა მეწილემ, ვლადიმერ ჯანჯღავამ. მან “ბადაგონის” ამჟამინდელი 100 %-იანი წილის მფლობელი, გიორგი სალაყაია აქციების მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში დაადანაშაულა. მისი ინფორმაციით, გიორგი სალაყაიასთვის კომპანიის 100 %-იანი წილის გადაფორმება ფორმალური გადაწყვეტილება იყო და კომპანიის რეალური მფლობელი თავადაა. როგორც ჯანჯღავა ამბობს, მან კომპანიაში წლების განმავლობაში 20 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა. რაც შეეხება კომპანიიდან აღებულ მილიონ 200 ათას დოლარს, ჯანჯღავას ინფორმაციით, ეს თანხა ჩადებული ინვესტიციების პროცენტი იყო.

კომპანია ბადაგონის ამჟამინდელი მენეჯმენტი საპასუხო განცხადების გაკეთებას მოგვიანებით გეგმავს.