საგამოძიებო მოქმედებები კომპანია „ბადაგონში“

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კომპანიის დოკუმენტაციას სწავლობს. უწყებამ მოკვლევა „ბადაგონის“ ყოფილი მოწილის, ვლადიმერ ჯანჯღავას განცხადების საფუძველზე დაიწყო. მოსარჩელის ადვოკატი აცხადებს, რომ ჯანჯღავა კუთვნილი წილის დაბრუნებას ითხოვს. კომპანიის დღევანდელი მენეჯმენტი კი პროცესების უკან ექს-მაღალჩინოსნების, დავით ბეჟუაშვილისა და კახა დამენიას ინტერესებს ხედავს.

მხარეებს დღეს ქეთი ქაშაკაშვილი ესაუბრა.