საგამოძიებო კომისიის სხდომა

31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. კომისიაში მმართველ გუნდთან ერთად, მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტიის, „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები არიან ჩართული. დღევანდელ სხდომაზე მუშაობის გრაფიკი და საკითხების თანმიმდევრულობა უნდა განისაზღვროს. კომისიის წევრებმა, შესაძლოა, პირველ ეტაპზე გადასათვლელი საარჩევნო უბნების გარკვეული ნიშნით შერჩევაზე იმსჯელონ. შარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიცია პროცესში ჩართვას არ აპირებს იმ არგუმენტით, რომ კომისიას სათანადო ნდობა არ აქვს. მმართველ გუნდში ოპოზიციის განცხადებებს გაუგებარს უწოდებენ.

მოამბე