საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი - განცხადებები პარლამენტში

სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ისევ დაპირისპირების თემაა. ოპოზიცია საკითხის მიმდინარე კვირის დღის წესრიგიდან ამოღებას აპროტესტებს. ისინი უმრავლესობას რეგლამენტისა და კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ. მმართველი გუნდი პოზიციის შეცვლას არ აპირებს, კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს და მიზეზად ოპოზიციის მხრიდან სასამართლოში დესტრუქციული მიზნების განხორციელებას ასახელებს. თეონა მანაგაძე მხარეთა პოზიციებით.