შეიქმნება თუ არა სასამართლოს საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია? ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ კომისიის შექმნას კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში შეეცდებიან, წინააღმდეგობის შემთხვევაში კი, „ქართულ ოცნებას“ დემოკრატიულ და მშვიდობიან დისკომფორტს შეუქმნიან. საჭირო ხმების მოგროვების მიზნით, ოპოზიციონერი დეპუტატები ერთმანეთს პარლამენტში სიარულისკენ მოუწოდებენ. „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ოპოზიციის მიზანი არა სასამართლო სისტემის პროგრესი, არამედ მისი დისკრედიტაციაა.