შეიქმნება თუ არა სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისია? – ინიციატივის დაყენებას ოპოზიცია დღეს ისევ შეეცდება. ამასთან, ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნულ საკითხზე საკუთარ სამოქმედო გეგმას წარადგენენ. მანამდე კი ორჯერ კომისიის შექმნის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. გუშინ პლენარულ სხდომაზე „ქართულმა ოცნებამ“ მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის არგუმენტით, კენჭისყრამდე რეგისტრაცია ისევ არ გაიარა. შესაბამისად, ქვორუმი არ შედგა.
როგორია მხარეთა პოზიციები და მოლოდინები.