საფრთხის შემცველი შენობები და ფასადების ჩამოშლის პრობლემა დედაქალაქში.
ბოლო დღეებში გახშირებული შემთხვევების შემდეგ მოსახლეობა პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. მერიაში განმარტავენ, რომ კანონის მიხედვით, საკუთრებაში არსებული შენობის მოვლა-პატრონობა მესაკუთრის ვალდებულებაა. სპეციალისტები კი პრობლემის მოგვარების გზას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ერთიანი სისტემის შემუშავებაში ხედავენ.