საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების 25-ე მანიფესტაციას აფასებენ. დღეს დილიდან მანიფესტანტების რაოდენობასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. ადგილობრივი მედიის ნაწილის ინფორმაციით, ყვითელჟილეტიანთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული და გუშინ პარიზში 15 000-მდე ადამიანი იყო ქუჩაში გამოსული. მედიის ნაწილი კი აცხადებს, რომ მიუხედავად წინა მანიფესტაციებზე დაშავებული ასობით მომიტინგისა, 25-ე მანიფესტაციაზე პროტესტს უამრავი პარიზელი მაინც შეუერთდა.
რას ფიქრობს ფრანგი ხალხი, როგორ აფასებენ პარიზელები ყვითელჟილეტიანების 25-ე მანიფესტაციას, თემის დეტალებით ლიკა ალელიშვილი პარიზიდან.