საფრანგეთში კიდევ ერთხელ გააპროტესტეს საპენსიო რეფორმა. მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს ემანუელ მაკრონისა და მისი მთავრობის გეგმა, რომლის მიხედვითაც, საფრანგეთში 2030 წლიდან პენსიაზე გასვლა მოქალაქეებს 62-ის ნაცვლად 64 წლიდან მოუწევთ. ამჯერად აქცია პარიზში გაიმართა და მასში ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ორგანიზატორების ცნობით, დემონსტრაციებში 150 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. პოლიცია კი ამტკიცებს, რომ მომიტინგეთა რიცხვი 12-14 ათასს არ აჭარბებდა. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში, საპენსიო ასაკის გაზრდის ინიციატივის წინააღმდეგ საფრანგეთში გაფიცვები დაიწყო. დაიხურა ბევრი სკოლა, არ მოძრაობდა ტრანსპორტი, გაუქმდა ავიარეისები.