საფრანგეთში ავიაკატასტროფას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „როიტერის“ ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ვარის რეგიონში ერთმანეთს არმიის საწვრთნელი სკოლის ორი ვერტმფრენი შეეჯახა. ავიაკატასტროფა სენ-ტროპედან 50 კილომეტრში, კარსეს ტბასთან მოხდა.
ადგილობრივი ჟანდარმერიის ცნობით, ერთ ვერტმფრენში სამი, მეორეში კი ორი ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტის ადგილზე ხელისუფლებამ პოლიციისა და არმიის ვერტმფრენები და 20 ჯარისკაცი გაგზავნა.