საფრანგეთმა ელჩი გაიწვია

თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს, მუსლიმებისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამო მკურნალობა სჭირდება: „რა პრობლემა აქვს მუსლიმებთან და ისლამთან მაკრონს? მას ფსიქიკურ დონეზე სჭირდება მკურნალობა. სხვა რა უნდა ვთქვათ ქვეყნის მეთაურზე, რომელსაც რელიგიის თავისუფლება არ ესმის და რომელიც ასე ექცევა განსხვავებული აღმსარებლობის მქონე მილიონობით ადამიანს, რომელიც მის ქვეყანაში ცხოვრობს?“, – განაცხადა ერდოღანმა.