საქართველოს პრემიერის შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა.

ემანუელ მაკრონმა ირაკლი ღარიბაშვილს ელისეს სასახლეში უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ემანუელ მაკრონმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მთავრობის მეთაური პარიზში მიმდინარე მშვიდობის ფორუმში მონაწილეობს.