საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების ე.წ. რატიფიცირებას ეხმაურება საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო. საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის მიწის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო და ბათილი – ნათქვამია განცხადებაში.