საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

საქართველოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა ეწვია. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია დახვდა.

ფრანგი დიპლომატი შეხვედრას მართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც გაკეთდება ერთობლივი განცხადებები.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა ასევე შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის შემდეგ, ეს გახლავთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში.