კომპანია „სიტროენ ჯორჯია“ არ არის კავშირში ფრანგულ ავტო-მწარმოებელთან. განცხადება ამის შესახებ დღეს საქართველოში საფრანგეთის საელჩომ გაავრცელა. აღნიშნული იურიდიული პირი არ იყო და არ არის სამართლებრივი წარმომადგენელი, უფლებამოსილი იმპორტიორი ან მიმწოდებელი საქართველოს ტერიტორიაზე, – ნათქვამია დიპლომატიური უწყების წერილში.
შეგახსენებთ „სიტროენ ჯორჯია“ გია გაჩეჩილაძის სიძის, გიორგი შარაშიძის კუთვნილი ფირმაა, რომელიც საქართველოში კარტელურ გარიგებებზე საუბრობს და შესყიდვების სააგენტოს გამარჯვებული ტენდერიდან უკანანო დისკვალიფიკაციაში ადანაშაულებს.
როგორია „სიტროენ ჯორჯიას“ პოზიცია. ანა ბროლაძე მუშაობს თემაზე.